dakaruli jiSebi - rokeTula

 

როკეთულა - (ინგ. ) (რუს. )

სინონიმი: უცნობია. წარმოშობა: მესხეთი.

ახალგაზრდა ყლორტი: შეუბუსავი. ზრდის კონუსი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. გაუშლელი ორი ფოთოლი ოდნავ შებუსულია.

ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა (19 X 20სმ). მომრგვალო, გვხვდება გულისმაგვარიც.   დაუნაკვთავი. ზედაპირიმუქი მწვანე ფერის, სქელი. ყუნწის ამონაკვეთი თაღისმაგვარი, იშვიათად დახურული. ფოთლის ქვედა მხარეს სუსტადაა განვითარებული ბუსუსები. მთავარინაკვთების დაბოლოება ვიწრო სამკუთხედისმაგვარია, გვხვდება გუმბათისმაგვარიც, გვერდითი კბილები ხერხკბილაა.

ყვავილი: ორსქესიანი.

მტევანი: დიდი ზომის (სიგრძე20-25სმ, სიგანე 9-10სმ).ცილინდრული ფორმის, იშვიათად გვხვდება კონუსურიც. კუმსი.  საშუალო წონა 210 გ.

მარცვალი: ღია ქარვისფერი. საშუალო ზომის (სიგრძე 1,5-1,7სმ, სიგანე 1,5-1,6სმ). რბილობი წვნიანი.კანი საკმაოდ სქელია და კნატუნა, ნაფიფქი ძლიერ ემჩნევა.

ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,5%, მჟავიანობა 11,3 გ/ლ.

მოსავლიანობა: უხვმოსავლიანი.

სამეურნეო მიმართულება: საღვინე.

ღვინის დახასიათება: მიიღება ადგილობრივი მოხმარების  სუფრის თეთრი ღვინო, არომატული, ბუკეტით.

დამატებითი  ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ  დიდ გამძლეობას იჩენს, ასევე კარგად უძლებს გვალვასა და ყინვას. გვხვდებოდა აწყურის მიდამოებში, როკეთის მთის  კალთებზე, სახელიც ადგილიდან მომდინარეობს.

დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიშია.

წყარო: წიქვაძე შ.

ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი.